„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რვა პირი პასუხისგებაშია მიცემული, ყოფილ დირექტორს, დავით ფერაძეს კი – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირები, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში იყენებდნენ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. საქმე შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე