კორუფციული სქემა „საქართველოს რკინიგზაში“

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდებიან. სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ექვსი პირი რჩება, კიდევ ორ პირს კი ბრალი დაუსწრებლად შეეფარდათ, მათ შორის ერთი ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაზეა. ადვოკატების თქმით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა მათ თაღლითური გზით 22 ათას ტონაზე მეტი ლითონის ჯართის უკანონოდ დაუფლებასა და 17 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებას ედავება.