კორუფციული სკანდალი უკრაინაში – ჩხრეკა არახამიას და ტიმოშენკოს ოფისებში 

21:26, 14.01.2026

მასშტაბური კორუფციული სკანდალი და დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრები ფიგურირებენ. უკრაინის პარლამენტის წევრთა დანაშაულებრივ ქმედებებს ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა ფრაქციის ლიდერთა ოფისებში პარალელურად ჩატარდა. სამართალდამცველები შევიდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას ოფისში. ჩხრეკა სავარაუდოდ  უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდება. საუბარია კონკრეტული კანონპროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ კანონმდებლებისთვის ქრთამის შეთავაზებაზე, რომლის ოდენობაც გამოძიების ინფორმაციით დამოკიდებული იყო დეპუტატის თანამდებობრივ სტატუსზე და 2000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა. გამოძიებამ  მმართველი ფრაქციის ხუთი დეპუტატი ოფიციალურ ეჭვმიტანილებად ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ცნო. დღეს მათ რიგებს უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოც შეუერთდა. გამოძიება ფრაქცია „ბატკივშინას“ ლიდერსაც დეპუტატების მოსყიდვაში ადანაშაულებს. ტიმოშენკოს ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ სავარაუდო დანაშაულს ამსახველი ჩანაწერები გამოაქვეყნა.

მსგავსი