მასშტაბური კორუფციული სქემა, რომლის გამო ორმა მინისტრმა თანამდებობები დატოვა.
უკრაინაში მიმდინარე სკანდალური გამოძიება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სწორედ ეს სკანდალი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის მინისტრების დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი თემა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავდნენ, ევროპელმა მინისტრებმა კიევს გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდეს, საკმაოდ მწვავე იყო უნგრეთის ტონი. გამოძიების საგანია კორუფციული სქემა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირებიც ფიგურირებენ. საუბარია ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომზე“ და 100 მილიონი დოლარის უკანონო გზებით მოპოვებაზე. სქემის ორგანიზატორად ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს და ბიზნესმენს მიიჩნევენ, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ბრალდებულებს შორის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელიცაა.