კორუფციული სკანდალი მოლდოვაში – პრემიერი გადადგა 

21:18, 03.07.2026

მოლდოვას პრემიერი აღარ ჰყავს.

შიდა უთანხმოება, პროტესტი და სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი ალექსანდრუ მუნტიანუს გადადგომით დასრულდა. ის მთავრობას რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გადამდგარმა პრემიერმა მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. თქვა მხოლოდ ის, რომ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. მანამდე იყო სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეზონანსული საქმეები და მთავრობის მიერ დაანონსებული საგადასახადო რეფორმა, რასაც პროტესტი მოჰყვა. ის, რომ პოლიტიკაში საფინანსო სექტორიდან მოსულ მუნტიანუს სხვადასხვა საკითხზე პრეზიდენტთან უთანხმოება ჰქონდა, მაია სანდუს განცხადებითაც დადასტურდა. ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პროცედურა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას და პრემიერობის კანდიდატურის შერჩევას ითვალისწინებს. თუმცა ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

 

მსგავსი