კორუფციული სკანდალი ევროკავშირში  

ახალი კორუფციული სკანდალი ბრიუსელში – ევროკავშირის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალდებულის სტატუსი აქვთ. ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით თაღლითობას და კორუფციას ედავებიან. საქმის კიდევ ერთი ფუგურანტია ევროკომისიის მოქმედი მაღალჩინოსანი – საგარეო ქმედებათა სამსახურის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის დირექტორი სტეფანო სანინო. მათთან ერთად დაკავებული იყო ევროპის კოლეჯის თანამშრომელი. სწორედ ბრიუგეში განთავსებულ ამ კოლეჯს ხელმძღვანელობს ბოლო წლებში მოგერინი. საქმე ეხება სკოლის მხრიდან დიპლომატთა მომზადების პროექტისთვის ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებას. პროკურატურას ტენდერის ჩატარების გარშემო კითხვები აქვს.

ჩხრეკა და დაკავებები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ბრიუგეს ევროპის კოლეჯში – ქეთი ჩოხელი დეტალებით.