„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებზე მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაგრძელდება.

ინიციატივის მიხედვით, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებული, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ.
„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.