კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი ინიციატივა ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ასევე, აიპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის. საკანონმდებლო ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.