კორუფციის ბრალდება

აჭარაში კორუფციულ სკანდალს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

მამუკა ბახტაძე კანონის უზენაესობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თანამდებობის მიუხედავად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხი ყველას მოეთხოვება. საკითხზე განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმაც. ისინი ფაქტის სიმძიმეზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ მაღალჩინოსნების დაკავების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურმა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძოს მუშაობა.