გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 29 652 კვლევა და 537 ახალი კოვიდინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი და გარდაიცვალა 8 ინფიცირებული.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლებია 1,81%. ამის პარალელურად, უკვე მეორე დღეა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. „ასტრაზენეკას“ კუთვნილი დოზის მისაღებად, მედიკოსები რეგისტრაციას გადიან. სურვილი 5000-მდე პირმა გამოთქვა. პირველ ეტაპზე ექიმები და ექთნები აიცრებიან.
მოამბე