კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

კიდევ სამი გარდაცვლილი და კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა – საქართველოში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ იცვლება. ახალი შემთხვევების უმეტესობა ისევ რეგიონებს, 78 კი, თბილისს უკავშირდება. 297 ახალი კოვიდპაციენტი ჰყავს წითელ ზონას. რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში იმყოფება ლევან რატიანი, კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად. მარიამ სეთურიძე დეტალებით.