კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ 90-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია – 18.

62 პაციენტს მკურნალობენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მათგან 15-ს კორონავირუსი აქვს  დადასტურებული. ორი პაციენტი სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სამს კი კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს და სავარაუდოდ მალე  განიკურნებიან. კლინიკაში ასევე სამ ახალშობილს აკვირდებიან. ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კომენტარი გაკეთდა. რა განაცხადა კლინიკის დირექტორმა – თათია ტაბეშაძის ჩართვა.