კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა

15:21, 08.04.2020

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 12-ით გაიზარდა და 208 შეადგინა. აქედან 48 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც პაციენტების მიმღებია,  ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი იმყოფება.

დასტაბილურდა იმ ორი პაციენტის მდგომარეობაც ,რომლებიც ინტენსიურ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დღეს მათთან მოთავსებულ 20 პირს აუღებენ სინჯებს და ტესტის პასუხებს დღის ბოლოს მიიღებენ.

მსგავსი