კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში კორონავირუსით 1 669 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 68 500, მთელ მსოფლიოში კი 69 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. ჩინეთის შემდეგ, ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰონგ კონგსა და იაპონიაშია. კორონავირუსით დაავადებული 9 500 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოებიდან სახლებში გაწერეს.