კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში

12:08, 28.10.2021

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 80-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი მესამედი ჩვილია. რეანიმაციულ განყოფილებაში 17 პაციენტია მოთავსებული. კლინიკაში განმარტავენ, რომ 12 წლის ზემოთ, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ვაქცინირებულები არ არიან. რაც შეეხება მშობლებს, აცრილია მხოლოდ ხუთი პაციენტის მშობელი. ბავშვების ინფიცირების წყარო ძირითადად ოჯახის წევრები არიან.

მსგავსი