კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში

კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, „დელტა“ შტამი აქტიურად ცირკულირებს ბავშვებში.

ინფიცირების ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევებიდან 10 % სწორედ არასრულწლოვნებზე მოდის. პატარების ავადობის შესამცირებლად, მთავარი გამოსავალი ახლა მშობლების ვაქცინაციაშია. ზრდასრულ მოსახლეობასთან ერთად სპეციალისტები პირბადის ტარებას ორი წლიდან ბავშვებსაც ურჩევენ. რეკომენდაციებს შორისა დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვაც. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ 12 წლიდან ბავშვების აცრა დაიწყო, საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ 16 წლიდან მოზარდების ვაქცინაციაა დაშვებული. ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება, რის შემდეგაც აცრის ასაკი შესაძლოა საქართველოშიც შემცირდეს.