კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში

„კოვიდ-19“-ის ინდური შტამის ცირკულირებს პარალელურად, მკვეთრად გაზრდილია ახალგაზრდებისა და ბავშვების დაინფიცირების მაჩვენებელი. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10%-ი სწორედ მცირეწლოვნებზე მოდის. პედიატრიული საწოლების დამატება პრაქტიკულად ყოველდღე ხდება საჭირო, რადგან ხშირ შემთხვევაში დაავადება მცირეწლოვნებში რთული ფორმებით მიმდინარეობს. ბავშვთა კლინიკებს შორის უმსხვილესი მიმღები ციციშვილის კლინიკაა, რომლის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი შევიდა. კადრები მძიმეა. სწორედ მცირეწლოვნები არიან სწრაფი გადამდებლობით გამორჩეული შტამების მთავარი სამიზნეები. ეპიდემიოლოგები ვირუსის მუტირებული სახეობებისგან ბავშვების დაცვის გზად, მშობლების აცრასა და ოჯახური კონტაქტების შეზღუდვას მიიჩნევენ.