კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რუსთავში

კორონავირუსზე ტესტი რუსთავის საკრებულოს ინფიცირებული დეპუტატის მეუღლეს და შვილებსაც ჩაუტარდათ.

ანალიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. მას შემდეგ, რაც დეპუტატს და მის მამას „კოვიდ 19“ დაუდასტურდათ, 50-მდე ადამიანი იზოლაციაში გადავიდა. ეს არის საკრებულოს წევრის საკონტაქტო წრე. მათ შორის 20 დეპუტატია. რუსთავის თვითმმართველი ორგანოს წევრს ტესტი მას შემდეგ აუღეს, რაც მის დედას, ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ქალაქ რუსთავში კიდევ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ, რომელიც უკვე გამოვლენილ ინფიცირებულთანაა კავშირში.

რუსუდან ლოლაძე გვერთვება რუსთავიდან პირდაპირ ეთერში.