კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის სამშობიარო სახლში 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრები არასათანადო მკურნლობას ასახელებენ და მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.  მედპერსონალის ბრალეულობას ვერ ხედავენ კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულების იურისტი, ამბობს, რომ პაციენტს გაეწია ყველა აუცილებელი დახმარება.  31 წლის ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, გუშინ კლინიკა „მედინაში“ გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად სამშობიაროში მიიყვანეს, სადაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა მედინაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა თრომბოებოლია და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალშობილი კი, რომელიც საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა, თავს კარგად გრძნობს, პატარა უკვე გაწერეს სახლში.