კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით, ქვეყნის მასშტაბით,  20 400 ადამიანია ინფიცირებული. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის. 2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 171 ათასზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება. ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით, 4 თებერვლის ღამის 12 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის 31 დეკემბერს განაცხადა.

დატოვე კომენტარი