კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდი

კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდი საქართველოში. ქვეყანაში ინტენსიური შიდაგავრცელება გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 კიდევ 38 პაციენტის დაღუპვის მიზეზი გახდა. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 1070 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 476 პაციენტი. ყველაზე რთული კერა კვლავ თბილისია, ინფიცირების 2 000-მდე ახალი შემთხვევით. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა. ინტენსიური ტესტირების პარალელურად, გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელიც – 5068 ახალი შემთხვევა ერთ დღეში.

დატოვე კომენტარი