კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში 

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა აშშ-ია, სადაც დაავადებულთა საერთო რაოდენობა 19 მილიონნახევარს აჭარბებს. წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში დიდი ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამიც დაფიქსირდა.

გაერთიანებული სამეფოს და კანადის შემდეგ ამერიკა იყო მესამე ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია დაიწყო. ამ მომენტისთვის ქვეყანაში „პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინით ორ მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი. ქვეყანამ ავტორიზაცია მიანიჭა „მოდერნასაც“. თუმცა, დაავადების გავრცელების მხრივ პროგნოზები ჯერ მაინც არაკეთილსაიმედოა.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე ვაშინგტონიდან.