კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები

პარლამენტის ეზოში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მთავრობის მეთაურმა კომენტარი კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის, ყველა აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება. მათ შორის, შესაძლოა, ირანთან ფრენების გაუქმებაც იყოს.