კორონავირუსის პრევენცია

21:06, 30.01.2020

კორონავირუსის ეპიცენტრში ნამყოფ და საქართველოში შემოსულ ორ მოქალაქეს ექიმები ამ წუთებშიც აკვირდებიან.

იქ, სადაც ინფექციის კერააა, ქალაქ უხანში, დედა-შვილი ბოლოს 19 იანვარს იმყოფებოდა. მესამე ქვეყნის გავლით ჩამოსული ქალი შვილთან ერთად აეროპორტიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან დედას ტემპერატურა აღენიშნება. ლაბორატორიული გამოკვლევის პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. კვლევები უტარდება ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცსაც, რომელიც საეჭვო სიმპტომებით ასევე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ამ ეტაპზე ახალი ტიპის კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირებული არ არის. განგაში ცრუ აღმოჩნდა ყაზბეგიდან ჩამოყვანილი ეროვნებით ჩინელი ორი ბავშვის შემთხვევაში, რომლებსაც „ა“ ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის იმ ხუთ მოქალაქეს, რომლებიც უხანში იმყოფებიან, მათი ევაკუირების საკითხზე ქართული მხარე თურქეთთან ერთად მუშაობს.

მსგავსი