კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავიუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში, ყველა იპორტირებულია, მათ შორის სამი კარანტინის ზონიდან არის, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 148 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 38 არის სამხედრო მოსამსახურე. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი.

ახალი შემთხვევებიდან ორი რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი საშუალო ასაკის ქალია და ის  ე.წ. გაჩიანის დასახლებაში ინფიცირებული 65 წლის პაციენტის კონტაქტია. რაც შეეხება მეორე პირს, მამაკაცი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა სხვა სოფლიდან.

რუსთავის ცხელების ცენტრში, საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე, ამ დროისათვის კიდევ სამი პაციენტი ელოდება.