კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროში

18:11, 04.05.2020

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა თეთრიწყაროში. ორივე ინფიცირებული ექიმების კლასტერს განეკუთვნება. ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი. გამოკვლეულია 4000-მდე ადამიანი. ჯამში, ქვემო ქართლში, კორონავირუსის 184 შემთხვევაა დადასტურებული.

 

მსგავსი