კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა და არეალი

მსოფლიოში კი ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით მილიონ 430 000 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 82 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განიკურნა 302 000 ადამიანი. ვირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე რთული მდგომარეობა შეერთებულ შტატებშია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 400 ათასს აჭარბებს. ამერიკას მოსდევს ესპანეთი – 141 ათასი ინფიცირებულით შემდეგ კი – იტალია და საფრანგეთი.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 76 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 34 109 შემთხვევაა დაფიქსირებული. განიკურნა 256 ადამიანი. რუსეთში კი კოვიდ-19-ის 1154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყნაში კოვიდ-19-ით თითქმის  რვა ათასი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 58. უკრაინაში კი  ბოლო 24 საათში კოვიდ 19 ით 143 ადამიანი დაინფიცირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 1462  ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია – 45.

იტალიაში კოვიდ-19-ით ბოლო24 საათში 604 ადამიანი გარდაიცვალა , თუმცა მნიშვნელოვანი კლებაა ვირუსის გავრცელების მხრივ . რთული მდგომარეობაა საფრანგეთში , სადაც ერთ დღეში ვირუსით 607 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთში კოვიდ 19 ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 10000 აჭარბებს. ამ დროისთვის, საფრანგეთის საავადმყოფოებში 30 000 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მათგან 7 131 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. დიდ ბრიტანეთში კი ვირუსით ბოლო 24 საათში 854 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში კი ვირუსს ბოლო 24 საათში კი 743 -ი. რამდენიმე ევროპული ქვეყნა კი კოვიდ 19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს. მათ შორისაა ნორვეგია, სლოვენია და ავსტრია და ჩეხეთი.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში რჩება. პრემიერი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. პრემიერის პრესსამსახური ამბობს, რომ ჯონსონის ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია, პრემიერი მართვით სუნთქვაზე არ არის  და მას  ჟანგბადით თერაპია უტარდება.  პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერს პნევმონია არ აქვს. კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ჯონსონი გუშინ საღამოს მოათავსეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 400 000 მიუახლოვდა. ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით 12 844 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 1736 ადამიანი დაიღუპა, რაც აშშ-ში დღემდე დარეგისტრირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ნიუ ორკშია. ქალაქ ნიუ იორკში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობას და 3 ათასს გადასცდა. რაც შეეხება შტატს,  მთლიანად შტატში 5 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.