კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში

მატულობს ინფიცირების შემთხვევები ბავშვებშიც. ბოლო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსი 4000 მოზარდს დაუდასტურდა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება რამდენიმე ათეული ბავშვი. დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევა. გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა, შესაბამისად, პედიატრიულ განყოფილებებში საჭირო გახდა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. ციციშვილის სახელობის კლინიკაში, ამ ეტაპზე 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კი – 32.

დატოვე კომენტარი