კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში

ბოლო სამი თვის ანტირეკორდი – ქვეყანაში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სპეციალისტები მესამე ტალღის დასაწყისზე საუბრობენ. 897 ახალი შემთხვევა. გარდაცვლილთა მომატებული რაოდენობა და 3,65%-ით გაზრდილი დადებითობის მაჩვენებელი. ეს მონაცემი რეგულაციების ხელახლა გამკაცრების წინაპირობაა. დაიხურება თუ არა სკოლები და უნდა ველოდოთ თუ არა ჩაკეტვას; რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მთავრობას, მაშინ როცა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ისევ არ იცავს რეკომენდაციებს, რაც საერთოა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის – პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მაქსიმალურად მკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი.

მოამბე

დატოვე კომენტარი