კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულია – 49.  სამ მათგანს მოგზაურობის ისტორია აქვს, მეოთხე  პირი კი, ერთ-ერთი კლასტერს უკავშირდება, ბოლო შემთხვეევა აჭარაში დაფიქსირდა.

კოვიდ-19-ით საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა ესპანეთში, მას კორონავირუსთან ერთად,  ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ყოველდღიურად იზრდება საეჭვო პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ტესტირება უტარდებათ. საქართველოს საკარანტინო სივრცეებში  1966 პირი, სტაციონარში კი 259 მოქალაქე რჩება.

როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა – გიორგი კობერიძე გიამბობთ.