კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქამდე კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი, 42 შემთხვევა, ქვეყანაში 16 აპრილს აღრიცხეს. ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსი უკვე 219 ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე პიკურ პერიოდში, 7 დღის დაჯამებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 137 ინფიცირებული იყო.

რამდენ შემთხვევაშია დაუდგენელი ინფიცირების წყარო და რომელ კლასტერებს უკავშირდება დღეს დადასტურებული შემთხვევები? – თათია ტაბეშაძის ჩართვა.