კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 943-მდე გაიზარდა, 47 204 კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 800-მდე პაციენტი კი საავადმყოფოდან გაწერეს.

ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსით 80 151 ადამიანია ინფიცირებული. ყველა ლეტალური შედეგი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში დადგა, მათ შორის 24 ქალაქ უხანში.

ეპიდემიის ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში, 24 საათში ვირუსით 114 ადამიანი დაინფიცირდა. მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 3 117 ადამიანი ემსხვერპლა, 48 017 კი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გაჩენის შესახებ, გასული წლის დეკემბერში განაცხადა.