კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - ექსპერტთა რეკომენდაციები

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან, რომელიც დეკემბრის ბოლოდან ჩინეთიდან გავრცელდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უტევს.

ინფექციონისტების მთავარი რეკომენდაცია პირადი ჰიგიენის დაცვა და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში გამგზავრებისგან თავის შეკავებაა. კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობის ნაწილში პანიკის ნიშნები გაჩნდა, რაც მაღაზიების და აფთიაქების დახლებზეც აისახა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გადაჭარბებული პანიკა დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული ზომების ეფექტურობას ამცირებს.