კორონავირუსის გავრცელების საფრთხე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე

კორონავირუსის ახალი კერები – დაავადების არეალი იზრდება.

ჩინეთის და ირანის შემდეგ ეპიდაფეთქებაა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ორ რეგიონში. ლომბარდიისა და ვენეტუს რეგიონებში ახლა კარანტინია გამოცხადებული. 10 ქალაქი იზოლირებულია და სპეციალური წესები მოქმედებს. ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსმა იტალიაში კიდევ სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ირანსა და სამხრეთ კორეაშიც. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, სადაც კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევები პირველად დაფიქსირდა. მზარდი საფრთხეების გამო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.