კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

კორონავირუსის ეპიცენტრიდან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების გაყვანას იწყებენ.

შესაძლოა, ანალოგიურ გზას მიმართოს საქართველომაც. ქალაქ უხანში ჩვენი ქვეყნის ხუთი მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც საშიში ვირუსის ნიშნები ამ ეტაპზე არ აღენიშნებათ. თუ ევაკუაცია გადაწყდება, ხუთივე მათგანს სპეც-რეისით ჩამოიყვანენ და პრევენციისთვის საკარანტინო ზომებს მიმართავენ. დაავადების გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი რეისებიც გაუქმდება. მანამდე კი მგზავრებს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოდიან, საზღვრებზე სპეციალური შემოწმება უტარდებათ. ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ რჩება16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსული და კახეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალი კორონავირუსით პაციენტის დაინფიცირების ალბათობას გამორიცხავს.