კორონავირუსის გავრცელების პრევენცია 

ამ წუთის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. თუმცა რისკები და საფრთხეები გაზრდილია, რასაც ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

ბოლო 48 საათში ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 14 პაციენტი შეიყვანეს. მათი ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ თერმო-სკრინინგით მოწმდება საზღვარზე შემოსული ყველა ის მგზავრი, რომლებიც ბოლო დღეებში იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში არიან ნამყოფი. იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, საქართველო-იტალიას შორის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა დღის წესრიგში ჯერ არ დგას. ვირუსის გავრცელების მასშტაბები კი ყოველდღიურად იმატებს.

იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საშიშ დაავადებას ებრძვიან, დღეს საბერძნეთი და ბრაზილიაც დაემატა.