კორონავირუსის გავრცელების პრევენცია 

საქართველო ამ ეტაპზე ისევ მწვანე, ანუ დაბალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში რჩება.

თუმცა მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. საშიში ვირუსის მსხვერპლი აღმოჩნდა ჩინელი ექიმიც, რომელმაც დეკემბრის ბოლოს ახალი ტიპის კორონავირუსზე პირველმა დაიწყო საუბარი, თუმცა მოსმენის ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, ლი ვენლიანი ქალაქ უხანის კლინიკაში გარდაიცვალა. მედიკოსის სიკვდილს ადგილობრივ მოსახლეობაში მწვავე რეაქციები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი