კორონავირუსის გავრცელების პრევენცია  

საღამოს ცხრა საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოსული 50 წლამდე მამაკაცი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იზოლირებულად მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით კიდევ 11 მოქალაქე შეიყვანეს, მათგან ხუთის პასუხი ერთი საათის წინ გახდა ცნობილი და ახალი ტიპის კორონავირუსი არცერთთან დაფიქსირდა. დღეიდან პაციენტები, რომლებსაც ლაბორატორიულად საშიში ვირუსი არ უდასტურდებათ, ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონებში გადაჰყავთ. ამ ზომას პრევენციისთვის მიმართავენ, რადგან კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს მოიცავს.