კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთია დღევანდელი სტატისტიკა. გამოვლინდა ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.95 პროცენტია. თბილისში ვირუსი 1 080 ადამიანს დაუდასტურდა, 200-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და კახეთში. ამ ეტაპზე ინფიცირების 45 688 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 575 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.