კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა 3 842 ახალი შემთხვევა. ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.3 პროცენტია. თბილისში კორონავირუსი 2 089 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 474 შემთხვევა აღირიცხა, იმერეთში კი 437. დანარჩენ რეგიონებში შედარებით დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე ქვეყანაში 33 218 ინფიცირებული მკურნალობს. 1 089 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.