კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება. გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ კიდევ 46 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს საქართველოს 14 128 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილია ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა. იზრდება ახალი, „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობაც.