კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ საყურადღებოა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექციას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადასტურდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9, 04%-ით განისაზღვრა. ბოლო 24 საათში დადასტურებული ფაქტებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 378 ინფიცირებული.