კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შედარებით სტაბილურია. ახალი მონაცემებით, „კოვიდ-19“ კიდევ 9 400 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 28.95%-ია. ბოლო 24 საათში, გარდაცვალების 34 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჩვენს ქვეყანაში ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა. დღეს გამოვლენილი შემთხვევიდან: თბილისში „კოვიდი“ 4 323 მოქალაქეს დაუდასტურდა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ინფიცირების – 44 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე მძიმეა 1 254 პირის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 289 პაციენტი.