კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

წინა სამი შემთხვევისგან გასხვავებით, იტალიიდან დაბრუნებული 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ირკვევა, საზღვრის კვეთის დროს, პირველ მარტს მას სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებოდა, თუმცა საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ტემპერატურის დაწყებიდან ორ დღეში კი ინფექციურ კლინიკას მიმართა. ეპიდემიოლოგები ახლა ინფიცირებულების ოჯახების წევრების და იმ პირების შემოწმებას იწყებენ, რომლებმაც იტალიიდან საქართველომდე დაავადებულთან ერთად იმგზავრეს.

არ არის გამორიცხული, რომ იტალიასთან ჩინეთის და ირანის მსგავსად პირდაპირი ფრენები შეწყდეს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.