კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

365 ინფიცირებული და ხუთი გარდაცვლილი, – ასეთია გასული დღე-ღამის კოვიდსტატისტიკა. ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 25 934 ტესტი ჩატარდა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ თბილისში გამოვლინდა, სადაც „კოვიდ-19“ კიდევ 183 მოქალაქეს დაუდასტურდა. შემდეგი – შიდა ქართლი, ინფიცირების 39 ფაქტით, მას მოსდევს იმერეთი – 37 შემთხვევა, 30 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი უფრო დაბალი მაჩვენებელია. ასევე ახალი მონაცემების მიხედვით, ვირუსისაგან 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, კლინიკაში მყოფი პირებიდან 316-ის შემთხვევაში, ვირუსი გართულებებით მიმდინარეობს.

მოამბე