კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა ოთხ პროცენტს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში 23 742 ტესტი ჩატარდა, გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 16 ადამიანი. ყველაზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა თბილისში – 527 ადამიანი, დანარჩენი რაოდენობა კი, რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ინფიცირების 17 086 აქტიური შემთხვევაა, ოთხი ათასზე მეტი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 912 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში