კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

„კოვიდ-19“-ის გავრცელების არეალი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 1500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით ბოლო დღე-ღამეში თურქეთში 39 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, სტამბოლში ქორწილების და სხვა ცერემონიალების დახურულ სივრცეში გამართვა აკრძალეს.

ვირუსის 188 ახალი შემთხვევა აღრიცხეს აზერბაიჯანში. ვირუსს ორი პაციენტი ემსხვერპლა. სულ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით 529 ადამიანია დაღუპული. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივა. შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა, თუმცა ბაქოში აკრძალვების ნაწილი მაინც ძალაშია. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. რუსეთში კი ვირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ 5000-მდე მერყეობს.