კორონავირუსის გავრცელება - შეფასებები

სპეციალისტები დღესასწაულების აღნიშვნის გამო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებენ. ზაზა ავალიანის თქმით, დღიური მაჩვენებლის დინამიკაში მატება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაფიქსირდება. მისივე თქმით, მთავარი მოწოდება კვლავ უცვლელია – დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და მობილობის შემცირება.