კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მატებაა მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ის მსგავსი მასშტაბური ზრდა პირველად გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების ყველაზე ცხელი წერტილები ისევ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონებშია. მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, ვირუსის შემთხვევების ზრდა აღინიშნა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. გერმანიის ხელისუფლებას კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული წესების დარღვევებისთვის რეგულაციების გამკაცრება სურს.