კორონავირუსის ახალი შტამი  - თენგიზ ცერცვაძის შეფასება

რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, – ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 824 ახალი კოვიდ-პაციენტი გვყავს, თუმცა ჯერჯერობით არ იკლებს გარდაცვლილთა რიცხვი, დღეს მათმა რაოდენობამ 43 შეადგინა. ამასთან, საინტერესოა რა საფრთხეს წარმოადგენს   საქართველოსთვის კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში  უკვე დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხებზე თენგიზ ცერცვაძეს დღეს თათია ტაბეშაძე ესაუბრა.